„პოლიტიკო“ ტრამპის გეგმებზე - გამოხმაურება

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 2 июл 2024
  • უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმის ფარგლებში, დონალდ ტრამპი განიხილავს გარიგებას, რომლითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან იმასთან დაკავშირებით, უკრაინის ტერიტორიის რომელი ნაწილი შეუძლია, დაიტოვოს რუსეთმა. გარდა ამისა, „პოლიტიკო“ თავდაცვის საკითხების ექსპერტ დენ კოლდუელზე დაყრდნობით წერს - ყოფილი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ელოდება, რომ ევროპული ქვეყნები მკვეთრად გაზრდიან ნატოს ფარგლებში თავდაცვის ხარჯებს, ასევე, გეგმავს ნატოს „რადიკალურ გადაორიენტირებას“. დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს მუქარა, რომ აშშ-ს ნატოდან გაიყვანს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 5

  • @nikao3967
    @nikao3967 5 дней назад +1

    იმედია ტრამპი გაიმარჯვებს

  • @giorgikopaleishvili1345
    @giorgikopaleishvili1345 5 дней назад

    თქვენი ევროატლანტიკური საქმე არ დაიკარგოს სადმე!

  • @kravigio
    @kravigio 5 дней назад

    დიდი იმედი მაქვს რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა